Tuesday, October 21, 2014

რეფლექსია - დღე VIII

        ჩვენი ტრენინგების კურსი დასასრულისკენ მიდის, დღეს ყველაფერს ვასწორებთ, ვასრულებთ,  ვტვირთავთ... ვემზადებით პროექტის  პრეზენტაციისათვის.
       დღეს პირველად გამიჩნდა შეგრძნება, რომ მასალას მოვერიე, რომ ასეთი მეთოდით მუშაობა ადვილი, სახალისო და საინტერესოა.
       უღრმესი მადლობა დავით ჯანიაშვილს  ჩვენი ცოდნის დონის ამაღლებისათვის, მოთმინებისათვის,

Monday, October 20, 2014

რეფლექსია - დღე VII

           ისევ და ისევ  ვმუშაობთ გეგმისათვის სრულყოფილი სახის მიცემაზე.
drive-ზე ავტვირთეთ გამზადებული ბუკლეტი, ვიმუშავეთ შეფასების კრიტერიუმებზე
გავაკეთეთ პორტფოლიოს პრეზენტაცია: შევურჩიეთ დიზაინი, ვისწავლეთ ობიექტის მიმაგრება.
           ტრენინგი ძალიან საინტერესოა, თუმცა დამღლელი.  მეცადინეობა რომ გრძელდებოდეს 2, ან 3 საათი, შედეგი გაცილებით უკეთესი იქნებოდა. 
           მადლობა ბატონო დათო, ცოდნის უშურველად, საინტერესოდ გადმოცემისათვის!

Tuesday, October 14, 2014

რეფლექსია- დღე VI

        დღესაც გავაგრძელეთ მუშაობა გეგმის სრულყოფაზე,. ამჯერად შეფასების  ფორმებზე გვქონდა საუბარი, ვნახეთ ნიმუშები, ვიმუშავეთ ჩვენს თემასთან დაკავშირებულ შეფასებებზე.
        გავეცანით  გუგლის დრაივის ფუნქციებს,  პრეზენტაციას, ვნახეთ როგორ უნდა გაზიარდეს დოკუმენტი.
     
     
     

Monday, October 13, 2014

რეფლექსია-დღე V

დღეს ბუკლეტის დახვეწაზე ვიმუშავეთ. ჩავსვით ტექსტები და სურათები.
გავაკეთეთ პორტფოლიო, გავეცანით პორტფოლიოს ქვეპუნქტებს.  

Tuesday, October 7, 2014

რეფლექსია- დღე IV

       დღეს გავაგრძელეთ მუშაობა პროექტის გეგმაზე, კერძოდ, ქვეთავზე- მიმართულების მიმცემი საკვანძო კითხვები. დეტალურად განვიხილეთ, როგორ უნდა დაისვას  ზოგადი, თემატური, შინაარსობრივი შეკითხვები
       გავეცანით და ვიმუშავეთ ბუკლეტზე, ვისწავლეთ სურათის ჩასმა ბუკლეტში.
       

Monday, October 6, 2014

რეფლექსია- დღე III

                                               

 დღეს გავაგრძელეთ  მუშაობა პროექტის გეგმის ქვეპუნქტებზე. კერძოდ, მიზნებზე.

დავათვალიერეთ  ტრენინგგავლილი პედაგოგების ბლოგები.

 გავეცანით, დეტალურად გავშიფრეთ ბლოგის მენიუ. შევცვალეთ ბლოგის  დიზაინი.

ტრენინგი ძალიან  საინტერესოა, ყველა მასწავლებლისთვის საჭირო და
  აუცილებელი. განსაკუთრებით  მოხიბლული  ვარ  ბ-ნ  დავითის ტაქტით.







                                                                                                         


Tuesday, September 30, 2014

რეფლექსია-დღე II



დღეს ტრენინგზე გვქონდა საინტერესო თემები:
1.  ვიმუშავეთ პროექტებზე, (მოვისმინეთ, გავაანალიზეთ, კორექცია შევიტანეთ ერთმანეთის პროექტებში.)
2. გავეცანით დათოს ბლოგს,
3. ვნახე ვიდეოგაკვეთილები- ict.tpdc.ge -ზე
4.ვიმუშავეთ სასწავლო  პროექტის გეგმაზე

Monday, September 29, 2014

რეფლექსია-დღე I

            დღეს, ტრენინგის პირველ დღეს დავრეგისტრირდით  gmail-ზე, შევისწავლეთ ბლოგის შექმნა, ვნახეთ პროექტის ნიმუშები.
                 
            ჩემი მოლოდინი, ტრენინგის დასასრულისთვის არის, რომ შევიძენ ახალ, საჭირო უნარ-ჩვევებს. შევძლებ, ჩავატარებ თანამედროვე, ინფორმაციული ტექნონოგიებით გამდიდრებულ, საინტერესო  გაკვეთილს.